SERVER1
ქართულიEnglishРусскийEspañol
SERVER1

ქუქი-პოლიტიკა

როგორ იყენებს SERVER1 ქუქიებსა და ბრაუზერის საცავს server1.ge-სა და app.server1.ge-ზე.

განახლებულია: 2026-11-12

არჩევანის მართვა

აუცილებელი ქუქიები ყოველთვის ჩართულია. ანალიტიკა ნაგულისხმევად ჩართულია, თუ ამ ბრაუზერში ადრე არ გამორთეთ; მისი გამორთვა შეგიძლიათ „ქუქიების პარამეტრებიდან“ ან „არჩევითზე უარით“. tawk.to ჩათი ჩაირთვება მხოლოდ თქვენი არჩევანით. პარამეტრების უბრალოდ დახურვა არჩევანს არ ინახავს.

ორივე საიტის footer-ში „ქუქიების პარამეტრები“ ხსნის საერთო არჩევანს. s1_cookie_preferences ინახავს სქემის ვერსიას, აუცილებელ კატეგორიას, ანალიტიკის/ჩათის არჩევანსა და არჩევანის დროს 365 დღით, .server1.ge დომენზე (Secure, SameSite=Lax). მოქმედი შენახული უარი ინარჩუნებს პრიორიტეტს; დაზიანებული, დუბლირებული ან ვადაგასული ჩანაწერი ავტომატურად არ ჩაითვლება თანხმობად.

რა არის ქუქი და ბრაუზერის საცავი?

ქუქი არის მცირე ჩანაწერი, რომელსაც ბრაუზერი ინახავს და შესაბამის საიტთან აგზავნის. localStorage მონაცემებს ბრაუზერში ინახავს წაშლამდე, ხოლო sessionStorage - მიმდინარე ჩანართის სესიის განმავლობაში.

აუცილებელი ფუნქციები

პანელის სესიის ქუქი საჭიროა ავტორიზაციისა და უსაფრთხო ანგარიშზე წვდომისთვის. სესიის ვადა და აქტიური სესიის განახლება განისაზღვრება პანელის პარამეტრებით. აუცილებელი ქუქიების დაბლოკვისას შესვლა და ანგარიშის მართვა შეიძლება ვერ იმუშაოს.

შეკვეთის ბოლო პასუხი შეიძლება დროებით ჩაიწეროს sessionStorage-ში, რათა მიმდინარე პროცესში დაბრუნება იყოს შესაძლებელი. ეს ჩანაწერი არ ცვლის სერვერზე დადასტურებულ შეკვეთის ან გადახდის სტატუსს.

ენა და პირადი არჩევანი

s1_locale ინახავს არჩეულ ენას მაქსიმუმ ერთი წლით. პანელმა შეიძლება ბრაუზერის ადგილობრივი საცავი გამოიყენოს ხშირად გამოყენებული ბმულების შესათავაზებლად.

„ახალი SERVER1 Cloud პანელი“ ალერთის დახურვა ინახება server1_cloud_panel_dismissed ჩანაწერით localStorage-ში წაშლამდე და დამატებითი ქუქით ერთ წლამდე. იმავე ბრაუზერში ალერთი აღარ გამოჩნდება, სანამ ეს ჩანაწერები არ წაიშლება. სხვა ბრაუზერსა თუ მოწყობილობაზე არჩევანი ავტომატურად არ გადადის.

ვიზიტების ანალიტიკა

Google Analytics 4 (G-XGN6BVEBHZ) ნაგულისხმევად ითვლის ვიზიტებს, თუ ამ ბრაუზერში ანალიტიკა არ გამორთეთ. გამორთვის შემდეგ Google-ის სკრიპტი და ახალი ანალიტიკური მოვლენები აღარ იტვირთება/იგზავნება. რეკლამის კატეგორიები გამორთულია. _ga და _ga_* ქუქიების საიტის მიერ დაყენებული ვადაა 365 დღე; ბრაუზერმა შეიძლება შეამციროს ეს ვადა.

ორივე ქვედომენი იყენებს საერთო .server1.ge ქუქის scope-ს. ანალიტიკაში არ ვაგზავნით პაროლებს, ელფოსტას, ანგარიშის მონაცემებს ან ინვოისის საიდუმლო ბმულებს. ბრაუზერის ნაგულისხმევი ანალიტიკა სერვერული purchase/refund მოვლენების თანხმობას არ ქმნის: მათთვის შენარჩუნებულია ცალკე აშკარა არჩევანი და სერვერული დადასტურება.

ონლაინ ჩათი

SERVER1-ის ჩათის ღილაკი ყოველთვის ხელმისაწვდომია. მის დაჭერაზე ჩათის ჩართვის ცალკე მოთხოვნა გამოჩნდება; ჩათის ჩართვა ანალიტიკას არ რთავს. მხარდაჭერის ტიკეტი ალტერნატივად რჩება. tawk.to იტვირთება მხოლოდ ჩათზე თანხმობის შემდეგ.

პროვაიდერის დოკუმენტაციით შესაძლო საცავია tawk_uuid_* (ვიზიტორის ამოცნობა; აღწერილი ვადა 6 თვე), twk_idm_key და TawkConnectionTime (სესია), twk_token_* (localStorage; ზუსტი ვადა პროვაიდერის კონფიგურაციაზეა დამოკიდებული). ეს არის არჩევითი ჩათის კატეგორია. საუბრის ტექსტსა და თავად შეყვანილ მონაცემებს ჩათის პროვაიდერი ამუშავებს.

გაუქმება, შენახვა და კონტაქტი

ანალიტიკის თანხმობის გაუქმება მის iframe-ს ხურავს. ჩათის გაუქმება widget-ს მალავს და მის კავშირს წყვეტს; უსაფრთხო გვერდი გადაიტვირთება სრული გამორთვისთვის, ხოლო აქტიური ფორმა ან გადახდის გვერდი არ გადაიტვირთება; საიტის ხელმისაწვდომი GA და დასახელებული ჩათის ქუქიები იშლება. უკვე გაგზავნილი მოთხოვნის უკან დაბრუნება ან სხვა origin-ის საცავის სრულად წაშლა ამ კონტროლით შეუძლებელია. მეორე საიტი არჩევანს შემდეგ ჩატვირთვაზე კითხულობს; გახსნილი ჩანართები ცვლილებას პერიოდულად და ფოკუსის დაბრუნებისას ამოწმებს.

server1_cloud ავტორიზაციის ქუქის ჩვეულებრივი ვადაა 2 საათი, განახლებადი აქტიური სესიით; „დამახსოვრება“ შეიძლება 30 დღემდე გაგრძელდეს კონფიგურაციის ფარგლებში. s1_locale ენის არჩევანს ერთ წლამდე ინახავს. s1-last-checkout:* sessionStorage-ში მიმდინარე შეკვეთის აღდგენას ემსახურება და ანალიტიკა არ არის.

Google-ისა და tawk.to-ს სერვისების გამოყენებას შეიძლება ახლდეს მონაცემების საერთაშორისო დამუშავება. მოქმედი პირობები იხილეთ პროვაიდერების კონფიდენციალურობის პოლიტიკებში. ეს ტექნიკური აღწერა სამართლებრივი შესაბამისობის სერტიფიკატი არ არის. კონფიდენციალურობის შეკითხვები: privacy@server1.ge.

დამატებითი ინფორმაცია

tawk.to - Cookies & browser storage

Google Analytics - Cookies

კონტაქტი · კონფიდენციალურობა